07 ივლისი 2026,   02:36
ვრცლად
ირანის მთავარი მომლაპარაკებლის განცხადებით, აშშ-თან შეთანხმების განხორციელება "რთული, მაგრამ მიღწევადია"

ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა, მოჰამად ბაგერ ღალიბაფმა, რომელიც ასევე პარლამენტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება "რთული, მაგრამ მიღწევადი ამოცანაა". ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

ღალიბაფის თქმით, ირანს "ამერიკასთან მშვიდობა არ აქვს და არ ცნობს ისრაელს". ამასთნ, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა "წინააღმდეგობის ფრონტის" მიმართ მხარდაჭერა. ამ ტერმინს თეირანი მის მიერ მხარდაჭერილი რეგიონალური შეიარაღებული დაჯგუფებების აღსაწერად იყენებს.

"საჭიროების შემთხვევაში, ეს მხარდაჭერა რაკეტების სახით ხორციელდება; როდესაც პოლიტიკური ზეწოლაა საჭირო, ის მოლაპარაკებების გზით ხორციელდება", - განაცხადა ღალიბაფმა.

ამასთან, ღალიბაფმა დასძინა, რომ ხამენეის "შურისძიება" "იერუსალიმის გათავისუფლებით" მოხდება.

ირანსა და აშშ-ს შორის გასულ თვეში ხელმოწერილი 14-პუნქტიანი შეთანხმება სანქციების შემსუბუქების, ირანის ბირთვული პროგრამისა და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ მოლაპარაკებებისთვის 60-დღიან ვადას აწესებს, თუმცა არაფერია ნათქვამი თეირანის მიერ რეგიონული მებრძოლი დაჯგუფებების ან მისი დრონებისა და სარაკეტო პროგრამების მხარდაჭერის საკითხზე.

დღის ამბები