საქართველოს პრეზიდენტი ჟენევაში იმყოფება. მიხეილ ყაველაშვილი "ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ" გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვა.
გლობალური დიალოგის მიზანს წარმოადგენს გაეროს წევრი ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობაზე დისკუსია, პრაქტიკის გაზიარება და ღია ინკლუზიური საუბრების გამართვა ხელოვნური ინტელექტის თემატიკაზე.
ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვედება.
"გაეროს გენერალური მდივნის მოწვევით, საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობას მიიღებს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის საკითხებში გაეროს მაღალი დონის ღონისძიებაში. ეს ღონისძიება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტ ადგილს იმკვიდრებს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო მმართველობის სისტემებში. საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში რეფორმების განხორციელების და ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.