06 ივლისი 2026,   04:54
ვრცლად
"განათლება მწვანე მომავლისთვის" - ბუნება, როგორც საკლასო ოთახი და გამარჯვებული მასწავლებლის წარმატების ისტორია

ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ზოგჯერ არც წიგნში წერია და არც დაფაზე. ბუნება რომ ჩვენი საერთო სახლია, სოფელ ღორჯომის საბავშვო ბაღში ყველა ბავშვმა იცის.

წლებია, ყოველდღე სახლიდან საბავშვო ბაღამდე გრძელ გზას გადის. საყვარელი საქმის საკეთებლად დაბრკოლება არ არსებობს, არც მაშინ, როცა 4 კილომეტრიან გზას მკაცრ ზამთარში რამდენიმე მეტრიან თოვლში ფარავს.

ჯგუფში ნასწავლ წესებს ბავშვები ბუნებაში იცავენ. უკვე კარგად იციან ტყის, წყლის, გარემოს გაფრთხილების ფასი. მასწავლებელმა პრაქტიკა საკონკურსო პროექტად აქცია და კონკურსის- "განათლება მწვანე მომავლისთვის" გამარჯვებულია. ახლა მისით მთელი მუნიციპალიტეტი ამაყობს.

"განათლება მწვანე მომავლისთვის" - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტია, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი კონკურსს ყოველწლიურად ატარებს. გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, კონკურსი სკოლისა და ბაღის მასწავლებლებისთვის იმართება.

გამარჯვებული მასწავლებელი სხვა პედაგოგებისთვის მაგალითად იქცა.

დღის ამბები