30 ივნისი 2026,   22:41
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, გლობალური ორგანიზაციები ვერ არიან მოწოდების სიმაღლეზე. ხდება მათი ინსტრუმენტალიზაცია პოლიტიკური მიზნებისა და დღის წესრიგისთვის, ამიტომ, რეგიონულ ორგანიზაციებს აქვთ განსაკუთრებული დატვირთვა

"PABSEC (შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა) და მისი საპარლამენტო განზომილება, კარგი მაგალითია, თუ როგორ უნდა ფიქრობდნენ სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტები საკუთარი ხალხის ინტერესებზე და ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დღევანდელ რეალობაში გლობალური ორგანიზაციების ინსტრუმენტალიზაცია ხდება, რის გამოც, რეგიონულ ორგანიზაციებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვთ.

"შესაძლებლობა გვაქვს ვისაუბროთ რეგიონულ თანამშრომლობაზე, ხაზი გავუსვათ ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის, რაც დღევანდელ სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენი რეგიონის მნიშვნელობიდან გამომდინარე.

სამწუხაროდ, გლობალური ორგანიზაციები ვერ არიან მოწოდების სიმაღლეზე. ხდება მათი ინსტრუმენტალიზაცია სხვადასხვა პოლიტიკური მიზნებისა და დღის წესრიგისთვის, ამიტომ, რეგიონულ ორგანიზაციებს აქვთ განსაკუთრებული დატვირთვა ამ დროს.

PABSEC (შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა) და მისი საპარლამენტო განზომილება კარგი მაგალითია, თუ როგორ უნდა ფიქრობდნენ სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტები საკუთარი ხალხის ინტერესებზე და ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე.

გვიხარია, რომ ვმასპინძლობთ ამ ასამბლეას. ამავე დროს, ჩვენ გადავცემთ თავმჯდომარეობას საბერძნეთს. უკვე შემოდგომაზე საბერძნეთში იქნება შემდეგი ასამბლეა, სადაც ჩვენც ვიქნებით წარმოდგენილნი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები