26 ივნისი 2026,   22:49
ვრცლად
პეკინის ყველაზე მაღალ შენობას საფრენი აპარატი შეეჯახა

პეკინის ცენტრში მდებარე 108-სართულიან ცათამბჯენს, რომელიც CITIC Tower-ის სახელითაა ცნობილი, მცირე ზომის საფრენი აპარატი შეეჯახა.

შენობა, ამ დროისთვის პოლიციის მიერაა გარშემორტყმული, ხოლო შენობისკენ მიმავალი გზები გადაკეტილია.

არსებული ინფორმაციით, შეჯახების შედეგად დაზიანდა შენობის მაღალ სართულზე არსებული ორი მინის პანელი. შემთხვევის მიზეზებზე ოფიციალური უწყებების კომენტარი არ გაუკეთებიათ.

თვითმხილველების თქმით "ხმაური ფეიერვერკის ხმაურზე ძლიერი იყო".

ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით კი აფეთქების ხმის გაგონების შემდეგ ადგილზე მივიდა და დაინახა, თუ როგორ იყო შენობაში ჩარჩენილი მანქანის ზომის საფრენი აპარატი.

დღის ამბები