26 ივნისი 2026,   13:19
ვრცლად
დაგეგმილი ღონისძიების გამო, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 28 ივნისს "პიანო ფესტის" დასკვნითი კონცერტი გაიმართება.

ღონისძიების გამო 27 ივნისის 23:00 საათიდან 29 ივნისის 04:00 საათამდე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-ის ჩათვლით.

ავტომობილები ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროზე მოხვედრას სოლიკო ვირსალაძის ქუჩის გავლით შეძლებენ, ხოლო საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება იტალიის ქუჩის, მშრალის ხიდისა და ჯოვანი სკუდიერის ქუჩის გავლით.

დღის ამბები