23 ივნისი 2026,   18:35
ვრცლად
"საჯარო მოსამსახურეებს შეუძლიათ კარგი მთავრობის, ინსტიტუციების ჩამოყალიბებაში შეიტანონ წვლილი" - ლი ჯუნჰუა

საჯარო სერვისების გაეროს ფორუმი თბილისში. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნეს.

საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო სექტორის ხელმძღვანელები, საერთაშორისო ექსპერტები, ასევე აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილემ, ლი ჯუნჰუამ აღნიშნა, საჯარო მოსამსახურეებს შეუძლიათ კარგი მთავრობის, ინსტიტუციების ჩამოყალიბებაში შეიტანონ წვლილი.

"საჯარო სამსახური ფაქტიურად მსოფლიოს აძლევს ბიძგს. ჩვენი მომავალი დამოკიდებულია ჩვენს ინსტიტუტებზე, რომ ისინი იყვნენ ინოვაციურები და მზად ადაპტაციისთვის. გამჭვირვალობა, კეთილსინდისიერება, სამართლიანობა - საჯარო მოსამსახურეებს შეუძლიათ კარგი მთავრობის, ინსტიტუციების ჩამოყალიბებაში შეიტანონ წვლილი. დასაფასებელია თქვენი ერთგულება, რომ ემსახუროთ ადამიანებს, მხარს უჭერთ ეფექტურ მმართველობას და მდგრად განვითარებას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და ხალხს იმისთვის, რომ ისინი მასპინძლობენ ამ ფორუმს ლამაზ და ისტორიულ ქალაქ თბილისში.

ჩვენ შევიკრიბეთ იმ დროს, როდესაც მსოფლიო აწყდება არაერთ კრიზისს, ეკონომიკურ არასტაბილურობას, გეოპოლიტიკურ დაძაბულობებს, გაფართოებულ უთანასწორობას, კლიმატურ შოკებს, სწრაფ ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას. ახლა, ვიდრე არასოდეს, ერთგულება და პროფესიონალიზმი საჯარო მოსამსახურის არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ტურბულენტურია მსოფლიო, საჯარო ინსტიტუციები უნდა იყოს საყრდენი. შემდეგი სამი დღის განმავლობაში, მოდით, ეს პრინციპები ვაქციოთ ქმედებად და გამოცდილების გათვალისწინებით, პრაქტიკული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების ფონზე, ჩვენ შეგვიძლია ფუნდამენტალური მოვახდინოთ ტრანსფორმაცია და გაძლიერება საჯარო ინსტიტუტების", - აცხადებს ლი ჯუნჰუა.

 

 

დღის ამბები