16 ივნისი 2026,   22:47
ვრცლად
ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ინიციატივას აკრიტიკებს და მას ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპების წინააღმდეგ წასვლას უწოდებს

მრავალწლიანი და გამანადგურებელი ომის მიუხედავად, ევროკავშირი უკრაინის გაწევრებას შეზღუდული უფლებებით გეგმავს. სავარაუდო ცვლილება ინტეგრაციის შემდეგ საზოგადოებას გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა გააცნო. ის ყველა კანდიდატს შეეხება და სამომავლოდ წევრობის შემთხვევაში, მათ გადამწყვეტი ხმის უფლებას ჩამოართმევს.

რაც მარტა კოსისთვის დაზღვევაა ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპების წინააღმდეგ წასვლა და ქვეყნების სეგრეგაციაა შალვა პაპუაშვილისთვის. პარლამენტის სპიკერმა დღეს ინიციატივა ყველა პლატფორმაზე გააკრიტიკა. თქვა, რომ დროა კანდიდატმა ქვეყნებმა ამაზე ხმამაღლა ისაუბრონ, რადგან ევროპული გაერთიანების მესვეურები, მსგავსი გადაწყვეტილებით, ასპირანტებს, პრაქტიკულად ეროვნული და სტრატეგიული ინტერესების დაცვის შესაძლებლობას უსპობენ.

გადამწყვეტი ხმის უფლების შესაძლო ჩამორთმევა და ეკონომიკურ საკითხებში ჩარევის შეზღუდვა დაბრკოლებას არ წარმოადგენს ქართული ოპოზიციისთვის. მათი აზრით, ეს კანდიდატი ქვეყნების ინტერესებს არ ეწინააღმდეგება და ევროინტეგრაცია ნებისმიერ მსგავს კომპრომისს ამართლებს.

ოპონენტების პოზიცია კონფორმიზმის ნათელი მაგალითია მმართველი გუნდისთვის. საპარლამენტო უმრავლესობა, კოსის განცხადებაში მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტს ხედავს, რაც ევროსკეპტიციზმს აღვივებს. კანონმდებლები ევროკავშირის იმ სადამფუძნებლო სტანდარტებზე საუბრობენ, რომელიც პლურალიზმს და თითოეული წევრის პოზიციის გადამწყვეტ მნიშვნელობას ეფუძნება. ამბობენ, რომ ქვეყნების გრადაცია, გაერთიანებას სრულიად განსხვავებულ პლატფორმად აქცევს.

უკრაინას და მოლდოვას, ყველა სარეიტინგო კომპონენტში საქართველოზე უკან ყოფნის მიუხედავად, ევროკომისიამ მოლაპარაკების პირველი კლასტერი გუშინ გაუხსნა. სწორედ ამ დროს გახდა ცნობილი, რომ გაერთიანება ახალი პოტენციური წევრებისთვის უფლებების მკვეთრ შეზღუდვას განიხილავს.

დღის ამბები