14 ივნისი 2026,   16:05
ვრცლად
ფრაზებს აყალბებენ და ამით ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას - გურამ მაჭარაშვილი

გაყალბებული ფრაზა პოლიტიკური მანიპულაციის მიზნით - ხელისუფლების ოპონენტებმა გუშინ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადება გააყალბეს. კერძოდ, ვიცე-პრემიერმა გუშინ დეტალურად განმარტა, რომ არათუ ბიძინა ივანიშვილის დონისა და მასშტაბის, არამედ "ელემენტარული ერთი აგურის დამდებიც საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობის საქმეში, შეიძლება იყოს მოწყვლადი, რომ შეიძლება ვიღაცამ გააგოროს, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის".

მედიებმა კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადება გაავრცელეს. თემასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, დებატებში წაგების აღიარების ღირსებაც არ აქვთ და გაყალბებული ფრაზებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ.

"როდესაც ამ დონეზე ხარ, რომ მიხვდი დებატებში წააგე და იმისი ღირსებაც არ გყოფნის, რომ შეირგო და მოემზადო მომავალი დებატებისთვის, პირიქით, აყალბებ ფრაზებს და ამ გაყალბებული ფრაზებით გინდა, რაღაც პოლიტიკური მანიპულაციები და პოლიტიკური ქულები დაიწერო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ეს "კარგიც" არის იმისათვის, რომ სხვა არაფერი აღარ დარჩა იმ დებატებიდან, რომ ეთქვათ, რომ ეს ჩვენ მოვიგეთ და გააყალბეს ფრაზა. ახლა ესეც კი ჩაუვარდათ და პირიქით, რაც წაგებული იყო მათ მხრიდან ეს დებატები, ორჯერ და ხუთჯერ უფრო მეტად იქნა წაგებული იმის მერე, რაც საზოგადოებამ გაიგო, რომ გააყალბეს ფრაზა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები