13 ივნისი 2026,   01:25
ვრცლად
გაურკვეველია, მოაწერა თუ არა ოფიციალურად ხელი ირანის უზენაესმა ლიდერმა აშშ-თან შეთანხმებას - CNN

გაურკვეველია, მოაწერა თუ არა ოფიციალურად ხელი ირანის უზენაესმა ლიდერმა აშშ-თან შეთანხმებას. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა თეირანსა და ვაშინგტონს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე შეკითხვისას აღნიშნა, მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ "უზენაესი ლიდერი კმაყოფილია მოლაპარაკებების მიმდინარეობით":

"ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია დავიჯეროთ, რომ სამოქალაქო, ასევე სამხედრო წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ უზენაესი ლიდერი კმაყოფილია ჩვენი მოლაპარაკებების მიმდინარეობით", - აღნიშნავს ოფიციალური პირი.

ამასთან, როგორც CNN წერს, იგივე ოფიციალურმა პირმა მედიასთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანში არსებული მმართველობის სისტემის თანახმად, შეთანხმების საბოლოო დამტკიცება, საბოლოოდ, უზენაესი ლიდერის ხელმოწერაზეა დამოკიდებული.

"ჩვენ შეთანხმების დადება, მისი აღსრულება შეგვიძლია და ირანისთვის შეღავათების მიცემა შეგვიძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამერიკელი ხალხისთვის სარგებელს მივიღებთ და ეს ჩვენი გეგმაა", - დასძინა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა. 

დღის ამბები