11 ივნისი 2026,   20:42
ვრცლად
2026 წლის მუნდიალის სადებიუტო შეხვედრა: მექსიკა - სამხრეთ აფრიკის მატჩი 23:00 საათზე დაიწყება

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი დღეს 23:00, მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის გაიმართება და მექსიკისთვის ეს განსაკუთრებული თამაში იქნება, რადგან გუნდი ტურნირს საკუთარ გულშემატკივრების წინაშე იწყებს.

გუნდის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა შინაური გარემო, სტადიონის ატმოსფერო და საფეხბურთო გამოცდილებაა.

მოახლოებულ დაპირისპირებას განსაკუთრებული მოტივაციით ხვდება სამხრეთ აფრიკა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 2010 წლის შემდეგ პირველად დაუბრუნდა.

ამასთან, მექსიკელებთან გასამართ შეხვედრას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს სამხრეთ აფრიკელთა მთავარი მწვრთნელისთვის.

საერთო ჯამში, დღეს მექსიკა უფრო ძლიერი და გამოცდილი გუნდია, თუმცა გახსნით მატჩებში ემოციური წნეხი ყოველთვის დიდია. სწორედ ამიტომ, სამხრეთ აფრიკას შეუძლია რთული თამაში შესთავაზოს მასპინძლებს და შეხვედრა უფრო დაძაბული გახადოს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

დღის ამბები