11 ივნისი 2026,   16:54
ვრცლად
ზაფხულში იგეგმება ყრილობა. მარტო ნანუკა ჟორჟოლიანი ხომ არ არის. ის ხალხი, ვინც იყო "ნაციონალურ მოძრაობაში", უნდა დარჩეს, რადგან პარტიისთვის წარმოადგენს დიდ ძალას - ირაკლი ფავლენიშვილი​

"ნაციონალების" და ყოფილი "ნაციონალების" ალიანსის დაშლის ფონზე, დაიშლება თუ არა "ნაციონალური მოძრაობაც". არ არის გამორიცხული, პარტია მისმა არაერთმა წევრმა დატოვოს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ, რომელმაც პარტიაში რადიკალური ცვლილებები დააანონსა, "ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს განაცხადეს, რომ ივნისში პარტიის წევრების უფლებამოსილების ვადა იწურება და ვინ დარჩება გუნდში, ეს ივნისში დაგეგმილ ყრილობაზე გაირკვევა.

ყრილობისა და დაგეგმილი ცვლილების შესახებ საუბრობს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილიც. მისი თქმით, ის ხალხი, ვინც იყო "ნაციონალურ მოძრაობაში" ,უნდა დარჩეს, რადგან პარტიისთვის დიდ ძალას წარმოადგენენ.

"თუ წესდება დაირღვა, ეს დაარღვია ქალბატონმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, ბატონმა გვარამიამ და სხვა ადამიანებმაც. როცა ჩვენზეა ბრალდება, სინამდვილეში ალიანსის სხვა წევრები იყვნენ, ამიტომ ბრალდებები არის სრულიად მცდარი.

იყო თავდასხმები ჩვენზე, იყო არა თუ ბრალდებები, არამედ არაეთიკური, შეურაცხმყოფელი ბრალდებები მიხეილ სააკაშვილთან, ანა წითლიძესთან, სხვა ლიდერებთან და პარტიასთან დაკავშირებით. ჩვენ კრიტიკული და განსხვავებული აზრი თუ გვაქვს, ეს არ არის წესდების დარღვევა.

ზაფხულში იგეგმება ყრილობა. მარტო ნანუკა ჟორჟოლიანი ხომ არ არის. ის ხალხი, ვინც იყო "ნაციონალურ მოძრაობაში", უნდა დარჩეს, რადგან პარტიისთვის წარმოადგენს დიდ ძალას", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები