11 ივნისი 2026,   15:56
ვრცლად
14 ივნისს თბილისში მარათონი გაიმართება, რომელიც სტუდენტური ფესტივალი 2026-ის დასკვნითი სპორტული ღონისძიებაა

14 ივნისს, ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე, 5 კმ-იანი გარბენი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

Მარათონი, სტუდენტური ფესტივალი 2026-ის დასკვნითი სპორტული ღონისძიებაა.

Რეგისტრაცია 10 საათიდან დაიწყება, სტარტი კი 11 საათზეა დაგეგმილი.

Მხარდამჭერები: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, დედაქალაქის მერია და ახალგაზრდობის სააგენტო.

Სტუდენტური ფესტივალი 1 მაისს გაიხსნა, სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მიერ, თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში, 45 სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო კონკურსი და შეჯიბრი მოეწყო.

დღის ამბები