მეზობლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი გარდაცვლილი იპოვეს. 70 წლამდე კაცის ცხედარი საკუთარი საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობაში იპოვეს.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში მოქალაქემ სანადირო თოფით მეზობელი მოკლა. მეზობლებს შორის კონფლიქტი სავარაუდოდ, საქონლის გამო მოხდა.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, მათ დაპირისპირება ადრე მიწის ნაკვეთის გამოც ჰქონდათ.