10 ივნისი 2026,   16:57
ვრცლად
არეულობა ძალიან კარგად გვაჩვენებს რა სახის, რა მორალის, რა ეთიკის რა სტანდარტების და რა ღირებულებების რადიკალებთან გვაქვს საქმე - ნინო წილოსანი

ოპოზიციური ალიანსი დაიშალა, ალიანსის დაშლას ამჯერად ნიკა გვარამია ადასტურებს.

ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში, პარტია "ახალის" ლიდერი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა ალიანსის ფიგურანტი ისედაც არ არის, არც სამუშაო პროცესში მონაწილეობს, ამიტომ მას გარიცხვა არც სჭირდება.

ნაციონალურ მოძრაობაში ფაქტს ჯერჯერობით არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ცალკეული ლიდერები თავად ცდილობენ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებას.

ვიდეოს ავრცელებს თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას კიდევ ერთხელ ადანაშაულებს სიცრუეში და ამტკიცებს, რომ პარტია ალიანსში აღარ არის.


ოპოზიციური ალიანსი დაშლის საკითხს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ოპოზიციაში არსებული არეულობა კარგად აჩვენებს თუ რა სახის ღირებულები გააჩნიათ მათ.

"მათ აერთიანებდა ის, რომ ძალადობდნენ ქართველ ხალხზე და თავის მავნებლურ პოლიტიკას ასე აგრესიულად ატარებდნენ. ახლა კი, როდესაც 2012 წლის შემდგომ ვერცერთ მომენტში ვერ მოიხვეჭეს ძალაუფლება , ფაქტობრივად რაც მათ აერთიანებთ, უკვე მათი დამშლელი ფაქტორია. უკვე გახსნილად ერთმანეთს უპირისპირდებიან, ერთმანეთის წინააღმდეგ მიდიან. ეს არეულობა ძალიან კარგად გვაჩვენებს რა სახის, რა მორალის, რა ეთიკის რა სტანდარტების და რა ღირებულებების რადიკალებთან გვაქვს საქმე", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები