აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესზე საუბრობს და აცხადებს, რომ ორივე მხარე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ ისწრაფვის.
თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, მხარეებს შორის საბოლოო მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, თუმცა „საბოლოო შეთანხმების“ მიღწევამდე დაწესებული ბლოკადა სრული ძალით შენარჩუნდება.
ტრამპის პროგნოზით, პროცესები საკმაოდ სწრაფად განვითარდება, თუკი შეთანხმებას გზაზე უცოდინრობა ან სიბრიყვე არ გადაეღობება.
"ორივე მხარე, ისრაელიც და ირანიც, დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისკენ ისწრაფვის! "მშვიდობის" შესახებ საბოლოო მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუკი ამ პროცესს გზაზე უცოდინრობა ან სიბრიყვე არ გადაეღობება. ბლოკადა ძალაში და სრული მოქმედებით დარჩება მანამ, სანამ საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული. პროცესები სწრაფად უნდა განვითარდეს. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის! პრეზიდენტი დონალდ ჯ. ტრამპი", - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.