08 ივნისი 2026,   12:57
ვრცლად
არჩილ კალანდია: მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად

სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, ხელი მოეწერება საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას – სტამბოლის დეკლარაციას.

მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თურქეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში, არჩილ კალანდიას განცხადებით, სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილული იქნება თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები რეგიონული და გლობალური დაკავშირებადობის, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით.

"ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. შეხვედრის დროს განხილული იქნება თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები რეგიონული და გლობალური დაკავშირებადობის, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით და სხვა აქტუალური საკითხების მიმართულებით", - განაცხადა არჩილ კალანდიამ. 

დღის ამბები