08 ივნისი 2026,   10:47
ვრცლად
"ძლიერი სომხეთის" ლიდერი სომხეთის ცესკოს მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიღებაზე უარს აცხადებს

სომხეთის ცესკოს მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიღებაზე უარს აცხადებს ბლოკ "ძლიერი სომხეთის" ლიდერი. სამველ კარაპეტიანი მტკიცებით, არჩევნების პროცესისა და ხმების დათვლის დროს უპრეცედენტო დარღვევები დაფიქსირდა.

არჩევნებთან დაკავშირებით სომხეთის საგამოძიებო უწყებამ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე ათეულ შემთხვევაზე აღძრა. მათ შორის არის ტერორისტული აქტის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება და ამომრჩევლისთვის ქრთამის მიცემის ფაქტები.

აღნიშნული ბრალდებით დაკავებულია ათამდე ადამიანი. მათ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. საქმეში ფიგურირებენ კარაპეტიენის პარტიის წარმომადგენლებიც.

დღის ამბები