07 ივნისი 2026,   11:04
ვრცლად
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ოპოზიციური პარტიის ექვსი წევრი

სომხეთში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციური პარტიის, "ძლიერი სომხეთის" 6 წევრი დააკავეს.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს

უწყების ცნობით, დეპუტატების დაკავება მოხდა სისხლის სამართლის საქმეზე და უკავშირდება რამდენიმე პირის მატერიალურ წახალისებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ხვალ, 7 ივნისს ჩატარდება.

დღის ამბები