სამცხე-ჯავახეთში "გემოფესტი" დაიწყო. გასტრონომიულმა ფესტივალმა სტარტი ახალციხეში, რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე აიღო.
გემოფესტის" ფარგლებში მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, აგრო ზონა, საბავშვო სივრცე, კვების ობიექტები. ფესტივალზე წარმოდგენილია 13 ადგილობრივი მეწარმე.სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ სამცხე-ჯავახეთის კულინარიულ ტრადიციებს, ასევე დააგემოვნონ იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მესხური კერძები.