04 ივნისი 2026,   10:20
ვრცლად
სასტუმრო "პარაგრაფ თბილისში" მდგრადი განვითარების თბილისის მე-16 რეგიონული ფორუმი იხსნება

სასტუმრო "პარაგრაფ თბილისში" მდგრადი განვითარების თბილისის მე-16 რეგიონული ფორუმი იხსნება. ღონისძიებაზე ამ წუთებში მონაწილეთა რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს. მასში ქვეყნის პირველი პირები, უცხოელი სტუმრები და დიპლომატები მიიღებენ მონაწილეობას.

ფორუმის მნიშვნელობასა და დედაქალაქის სტრატეგიულ როლზე თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ ისაუბრა.

"იმართება თბილისის მე-16 რეგიონული ფორუმი მდგრადი განვითარების მიმართულებით, რომელიც უკვე ხანგრძლივი პერიოდია ვითარდება. მასში ჩართული იქნება 1000-მდე მონაწილე, 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი, მაღალი დონის პროფესორ-მასწავლებლები, ექსპერტები, თანამდებობის პირები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი თბილისის როლს მდგრადი განვითარებისა და თანამშრომლობის მიმართულებით. თბილისი არის რეგიონის სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრი და ძალიან მოხარული ვართ, რომ ასეთი მაღალი დონის წარმომადგენლობა ეწვია სხვადასხვა ქვეყნიდან," - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

დღის ამბები