04 აგვისტო 2026,   16:10
ვრცლად
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სამუშაო ვიზიტი მინსკში - დავით სონღულაშვილისაერთაშორისო გამოფენის "Belagro 2026" გახსნის ღონისძიებას დაესწრო

სოფლის მეურნეობა, ვაჭრობის განვითარება და გარემოს დაცვა - სწორედ ამ საკითხებზე გაკეთდა მთავარი აქცენტი მინსკში, სადაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობა განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი ბელარუსის სატყეო მეურნეობის მინისტრს და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა ტყის მართვის გამოცდილებაზე, ხანძრების პრევენციასა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე სპეციალისტების გადამზადება და ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება განიხილეს.

ვიზიტის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საერთაშორისო გამოფენა "ბელაგრო 2026" იყო, სადაც საქართველო პირველად წარდგა.

ეროვნულ პავილიონში დავით სონღულაშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს და სხვა მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლა.

გამოფენაზე ღვინისა და აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებელმა კომპანიებმა ქართული პროდუქცია წარმოადგინეს.

"ბელაგრო" ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო პლატფორმაა რეგიონში, რომელიც სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები