41 წლის ასაკში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი და ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ჯაბა დვალი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვალების მიზეზი გულის პრობლემა გახდა.
დვალმა კარიერის საუკეთესო წლები საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" გაატარა, ასევე გამოდიოდა თბილისის "დინამოს", ბოლნისის "სიონის", რუსთავის "ოლიმპის" და "ცხინვალის რიგებში.
ბოლო პერიოდში კი ზესტაფონის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა.