პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ღონისძიება ვერის პარკში გაიმართა. პატარებისთვის ადგილზე გასართობი და საგანმანათლებლო სივრცეები მოეწყო. ჩატარდა ილუზიონისტის შოუც.
გაიმართა ჯამბაზების სანახაობრივი პროგრამა და დრამერების მსვლელობა. პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თაბაშირისგან დამზადებული ანიმაციური ფილმების პერსონაჟები მოეხატათ და სამკაულები დაემზადებინათ.