02 აგვისტო 2026,   20:03
ვრცლად
გივი სანიკიძე: აუცილებელი იყო პროცესი დაწყებულიყო და პრობლემა მოგვარებულიყო - უკანონო კრიპტომაინინგის შესახებ

"საქართველოს მთავრობა იწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნეს საქმიანობის წინააღმდეგ", - განცხადება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც ვიცე პრემიერმა აღნიშნა, ერთ-ერთი მსხვილი გამოწვევა ამ მიმართულებით შეეხება უკანონო კრიპტომაინინგის პროცესს მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც ამ პრობლემის გამო ელექტროხაზები მუდმივად გადატვირთულია, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება კი მნიშვნელოვნად აზიანებს როგორც ქვეყნის ენერგეტიკას, ასევე მესტიის ადგილობრივ მოსახლეობას და კერძო სექტორს.

გადაწყვეტილებას აფასებენ ენერგოსექტორში. საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის, გივი სანიკიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პრობლემის მოგვარება დაიწყო.

"ძალიან, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მთავრობამ. აუცილებელი იყო, რომ პროცესი დაწყებულიყო და პრობლემა მოგვარებულიყო. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ელექტროენერგიის მოხმარება სრულად აღირიცხება მესტიაში. ეს გამოიწვევს იმას, რომ მომხმარებელი მიეჩვევა ელექტროენერგიის გადახდას და, შესაბამისად, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ექნება შესაძლებლობა, რეაბილიტაცია ჩაუტაროს ქსელს. მოხმარების შემცირება, ეკონომია, გამოიწვევს იმას, რომ მოგვარდება პრობლემა ქსელებში გადატვირთვასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს დადებითად აისახება ქსელის მდგომარეობაზე", - განაცხადა გივი სანიკიძემ.

 

დღის ამბები