01 აგვისტო 2026,   18:24
ვრცლად
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვერის პარკში ღონისძიება გაიმართა

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა - ღონისძიება ვერის პარკში გაიმართა. პატარებისთვის ადგილზე გასართობი და საგანმანათლებლო სივრცეები მოეწყო. ჩატარდა ილუზიონისტის შოუც. გაიმართა ჯამბაზების სანახაობრივი პროგრამა და დრამერების მსვლელობა.

პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თაბაშირისგან დამზადებული ანიმაციური ფილმების პერსონაჟები მოეხატათ და სამკაულები დაემზადებინათ.

"დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამ ახალ რეაბილიტირებულ ვერის პარკში, რომელიც ძალიან ლამაზია, ჩვენს ბავშვებს მივულოცოთ ბავშვთა საერთაშორისო დღე. მთაწმინდის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება ეს ღონისძიება, სადაც იკრიბებიან ბავშვები. ვულოცავ ყველას, ყველა ბავშვს ვუსურვებ ნათელ მომავალს, მშვიდობას, ჯანმრთელობას და წარმატებებს", - აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე.

დღის ამბები