01 აგვისტო 2026,   22:27
ვრცლად
ფოთმა კანოეში "დრაგონ ბოუთის" სახეობის ევროპის თასის გათამაშებას უმასპინძლა

ფოთმა, კანოეში "დრაგონ ბოუთის" სახეობის ევროპის თასის გათამაშებას უმასპინძლა.

საერთაშორისო დონის სპორტულ ღონისძიებაში მსოფლიოს 10-მდე ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელმაც ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

როგორც ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ აღნიშნა, ფოთი მსოფლიო ტურნირების მასპინძლობას კვლავ განაგრძობს. 

"ორი დღის განმავლობაში მართლა განსაკუთრებულ სანახაობას ვუმასპინძლეთ და ჩვენთვის ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია წყლის სპორტის განვითარება, როგორც სპორტის, ისე სპორტული ტურიზმის კუთხით. ფოთი მომავალშიც გააგრძელებს მსოფლიო ტურნირების მასპინძლობას და სპორტული ტურიზმის კუთხით საკუთარი ნიშის დამკვიდრებას მსოფლიო სპორტის რუკაზე", - აღნიშნა ბექა ვაჭარაძემ. 

დღის ამბები