დამოუკიდებლობის დღისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს რეგიონებში. ტრადიციულად, 17:10 საათზე - იმ დროს, როდესაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში ერთდროულად შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.
დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული, საგანმანათლებლო და საბავშვო აქტივობები, გამოფენები და გალაკონცერტები.