"აფხაზეთობის კვირეული" რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე გამართული გალაკონცერტით დასრულდა. საღამოზე ანსამბლმა "აფხაზეთმა" მაყურებელს ახალი პროგრამა "აიმადარა" წარუდგინა.
გალაკონცერტს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.