01 აგვისტო 2026,   10:37
ვრცლად
რუსთავი "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მე-7 კონფერენციას მასპინძლობს

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გრძელდება. დღეს შეხვედრას რუსთავი მასპინძლობს.

ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან აქტუალური საკითხები განიხილება. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დასაქმებისა და განათლების საკითხები - ამ თემებზე მსჯელობა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. იგეგმება ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროექტები. ღონისძიებას ცოტნე ივანიშვილიც ესწრება.

შეხვედრები სულ ქვეყნის 10 რეგიონში გაიმართება, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს.

დღის ამბები