მართლმადიდებელი ეკლესია შიო მღვიმელს იხსენიებს.
დღეს აღინიშნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, შიო მესამის ანგელოზის დღე.
ამასთან დაკავშირებით, კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III შიომღვიმის მონასტერში წირვა ლოცვა აღავლინა. ეს ის მონასტერია, სადაც პატრიარქი ბერად აღიკვეცა და სახელად შიო ეწოდა.