საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში, იზაბელა კასტროჯიოვანის შეხვდა.
გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი მირანდა მელქაძე ესწრებოდნენ.
გენერალურმა პროკურორმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, არსებული ტენდენციების და გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.