იაფ გაზთან დაკავშირებით 20-წლიანი შეთანხმება გაგრძელდა 20 წლით - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "იმედი LIVE"-ის ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რა კითხვაც დაისვა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გამართულ დებატებში ენერგეტიკის ექსპერტის მხრიდან, იმას გაეცა პასუხი კონკრეტული მოლაპარაკებებით და შემდეგ - კონკრეტული ხელშეკრულებით.
"ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გამართულ დებატებში ენერგეტიკის ექსპერტმა კითხვა დაგვისვა, რომ იყო 20-წლიანი შეთანხმება სოციალურ გაზთან, იაფ გაზთან დაკავშირებით და ამ შეთანხმებას წელს ეწურებოდა ვადა და იქ კითხვა დასვა, ამაზე საერთოდ რას ფიქრობთო. შედეგი გვაქვს - ეს 20-წლიანი შეთანხმება გაგრძელდა 20 წლით. რა კითხვაც დაისვა, იმას გაეცა პასუხი კონკრეტული მოლაპარაკებებით და შემდეგ - კონკრეტული ხელშეკრულებით", - აღნიშნა პრემიერმა.