03 აგვისტო 2026,   17:12
ვრცლად
ეკლესია სიტყვით მუშაობს, რომ სწორი ორიენტირები და ღირებულებები დაგვისახოს ამ ეპოქაში, როცა მიზანმიმართულად ხდება ჯანყი ყველაფერი ტრადიციულის და ღირებულის მიმართ - დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი

"ეკლესია სიტყვით მუშაობს, რომ სწორი ორიენტირები, სწორი ღირებულებები დაგვისახოს ამ ეპოქაში, როდესაც მიზანმიმართულად ხდება რაღაცნაირი ჯანყი ყველაფერი ტრადიციულის და ღირებულის მიმართ", - ასე შეაფასა დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში პატრიარქ შიო მესამის ქადაგება.

დეკანოზის განმარტებით, ეკლესიას არ აქვს დიდი მატერიალური ბაზა, მაგრამ მას აქვს ძლიერი სიტყვა, რაც უდიდესი იარაღია.

"ეკლესიას აქვს უდიდესი იარაღი, ეს არის სიტყვა. ეკლესიას არ აქვს დიდი მატერიალური ბაზა, მაგრამ მას აქვს ძლიერი სიტყვა, მას შეუძლია, რომ ეს სიტყვა ახაროს ადამიანს, ასევე სიტყვით გააფრთხილოს, რომ იქით არ უნდა წახვიდე იმიტომ, რომ გადავარდები, იმიტომ, რომ იქით არის ჩასავარდნი ადგილი, დაიღუპები. ამიტომ, ზოგჯერ, ეკლესიის ქადაგება არის ასეთი მომწოდებელი, გამომაფხიზლებელი, ზოგჯერ მანუგეშებელი, სიყვარულის მიმცემი, მომწოდებელი სინანულისაკენ.

ჩვენი ახალი პატრიარქის ქადაგებაც იმ მწვავე თემებზე იყო სწორედ გამახვილება, რომ ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია სიცოცხლე, ადამიანის სიცოცხლე, პიროვნების სიცოცხლე და როგორც წეღან აღგიწერეთ, ეს სამყარო მიდრეკილია იძალადოს უმწეოზე, დაჩაგრულზე და ყველაზე დაჩაგრული ის არის, ვისაც ტირილიც არ შეუძლია და დედის მუცელშივე შეიძლება იქნას მოწყვეტილი. მას უნდა მიეცეს უფლება სიცოცხლის, ამიტომ, ეს ერთის მხრივ არის წმინდად ქრისტიანული გააზრება, ადამიანის პიროვნების, მისი არსის, მისი ფუნქციის.

ასევე, ეს არის ზრუნვა, კონკრეტულად რომელი ქვეყნის პატრიარქიც გახლდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე - ეს არის საქართველო, ეს არის ძირითადად ქართველი მრევლი.

რა თქმა უნდა, ჩვენს ეკლესიაში სხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანებიც არიან, მაგრამ ძირითადი ბირთვი ქართველი ქრისტიანები არიან. ამიტომ, ეს ზრუნვა, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს, ჩვენი სახელმწიფო გადარჩეს, ჩვენი სამშობლო გადარჩეს, იწყება სწორედ გამოფხიზლებით, დაფიქრდე რა არის კარგი, რა არის ცუდი. ეკლესია სიტყვით მუშაობს, რომ სწორი ორიენტირები, სწორი ღირებულებები დაგვისახოს ამ ეპოქაში, როდესაც მიზანმიმართულად ხდება რაღაცნაირი ჯანყი ყველაფერი ტრადიციულის და ღირებულის მიმართ", - განაცხადა დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა.

დღის ამბები