"რომ გადავხედოთ ბოლო წლების დინამიკას, ძალიან მკვეთრად არის გაზრდილი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები, ვაჭრობის დინამიკა და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ძალიან გაიზარდა საქართველოდან ექსპორტი ჩინურ ბაზარზე," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრი, სოზარ სუბარი საუბრობს.
მისი თქმით, შეხვედრების დროს, საუბარი შეეხო როგორც ეკონომიკურ ურთიერთობებს, ასევე პოლიტიკურ მდგენელს.
"იყო საუბარი იმაზე, როგორ გახდეს უფრო მჭიდრო და უფრო საქმიანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. საუბარი იყო პოლიტიკურ მდგენელზეც, რაც გამოიხატება საქართველოს მიმართ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში და ჩინეთთან დაკავშირებით, ჩვენი მხრიდან, ერთი ჩინეთის პრინციპის მხარდაჭერაში. რაც შეეხება ეკონომიკას, რომ გადავხედოთ ბოლო წლების დინამიკას, ძალიან მკვეთრად არის გაზრდილი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები, ვაჭრობის დინამიკა და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ძალიან გაიზარდა საქართველოდან ექსპორტი ჩინურ ბაზარზე," - აცხადებს სოზარ სუბარი.