18 ივნისი 2026,   20:34
ვრცლად
ჯანმომ, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას აფეთქება, საერთაშორისო მასშტაბის საგანგაშო მდგომარეობად გამოაცხადა - BBC

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის აფეთქება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროს საგანგაშო მდგომარეობად გამოაცხადა, რომელსაც საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, აღმოსავლეთ იტურის პროვინციაში გავრცელებული აფეთქება, სადაც დაახლოებით 246 ინფიცირების სავარაუდო შემთხვევა და 80 გარდაცვალება დაფიქსირდა, პანდემიის საგანგებო მდგომარეობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ეს შესაძლოა "გაცილებით უფრო მასშტაბური აფეთქება" იყოს, ვიდრე ამჟამად არის იდენტიფიცირებული. მათი განმარტებით, ეს ადგილობრივი და რეგიონული გავრცელების მნიშვნელოვან რისკს შეიცავს.

სააგენტოს ცნობით, ებოლას ამჟამინდელი შტამი გამოწვეულია ბუნდიბუგიოს ვირუსით, რომლისთვისაც ჯერ არ არსებობს დამტკიცებული მედიკამენტები ან ვაქცინები.

დღის ამბები