ზუგდიდში, ეროვნული გმირების პარკში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მფრინავის ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გაიხსნა.ცერემონიალს იარაჯულის ოჯახის წევრებთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე ვეტერანები დაესწრნენ. სამხედრო მფრინავი, უფროსი ლეიტენანტი, საქართველოს ეროვნული გმირი ზურაბ იარაჯული, აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა.
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აცხადებს, რომ ზურა იარაჯულმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას.
"ზურა იარაჯული იყო ახალგაზრდა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. ის იყო ერთ-ერთი პირველი მფრინავი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ახორციელებდა საბრძოლო ფრენებს აფხაზეთის ფრონტზე. მაშინ, როდესაც მისი თვითმფრინავი ჩამოაგდო მტერმა, ის სამი დღის განმავლობაში იბრძოდა მტრის ზურგში და გმირულად დაეცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში", - აცხადებს პაატა სალია.