საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იტალიის ქალაქ რიმინიში მიმდინარე 3-დღიან საავიაციო ფორუმ "რუთს ევროპა 2026-ში" მონაწილეობს.
რიგით მე-20 ყოველწლიურ ფორუმს ევროპის 65-ზე მეტი ქვეყნიდან 100-ზე მეტი წამყვანი ავიაკომპანიისა და აეროპორტის წარმომადგენელი ესწრება.
დაგეგმილია 5 ათასზე მეტი პირისპირ შეხვედრა. საქართველოს ფორუმზე აეროპორტების გაერთიანება წარმოადგენს, რომელიც თბილისისა და ბათუმის ოპერატორ კომპანია TAV Georgia-თან ერთად სტენდითაა წარმოდგენილი.