06 აგვისტო 2026,   02:24
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი, ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოწვევით, პეკინში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ჩინეთში იწყება. შალვა პაპუაშვილი პეკინში ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოწვევით, ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.

დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მაღალი დონის შეხვედრები.

შალვა პაპუაშვილი პეკინში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. მის შემადგენლობაში შედიან ვიცე-სპიკერები: ნინო წილოსანი, სოზარ სუბარი და გიორგი ვოლსკი, რომელიც საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს. დელეგაციაში ასევე არიან საგარეო ურთიერთობათა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები.

ეს, ბოლო 20 წელიწადში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტია ჩინეთში.

დღის ამბები