05 აგვისტო 2026,   17:18
ვრცლად
"ქართული ღვინო სრულიად განსხვავებულია იმისგან, რასაც ევროპაში ვართ მიჩვეული" - Winedering-ის თანადამფუძნებელი სტეფანო ტული

ჯიღაურაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე, პლატფორმა "მადამ სომელიეს" ორგანიზებით, ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმი გაიმართა.

ფორუმმა ქართველი და უცხო ქვეყნის ვაზისა და ღვინის დარგის მეცნიერები, პროფესიონალები, მარკეტერები, ტურიზმის სფეროს და მედიის წარმომადგენლები გააერთიანა.

"ქართული ღვინო სრულიად განსხვავებულია იმისგან, რასაც ევროპაში ვართ მიჩვეული. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი ბუნებრიობა, მრავალფეროვნება და კულტურა, რომელიც ღვინოსთან ერთად ადამიანებსა და ისტორიას აერთიანებს", - აღნიშნა იტალიელმა ღვინის ტურიზმის სპეციალისტმა და პლატფორმის "Winedering" თანადამფუძნებელმა სტეფანო ტულიმ.

ფორუმის მიზანს ქართული ღვინის პოპულარიზაცია, პროფესიული გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა.

დღის ამბები