05 აგვისტო 2026,   07:07
ვრცლად
ძლიერი ქვეყანა, პირველ რიგში, ძლიერი ოჯახებით იწყება, იმედი მაქვს, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები გვექნება სახელმწიფოში - მარიამ ლაშხი

"ძლიერი ოჯახი - ძლიერი სახელმწიფო" - ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე კომისიის ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა. ოჯახის თემაზე მოეწყო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა.

კონფერენციის მიზანი ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერების მნიშვნელობის ხაზგასმა, დემოგრაფიული განვითარების საკითხებზე ყურადღების გამახვილება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

"დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ თბილისის სკოლების ფარგლებში ჩატარებული კონკურსის, რომელიც ეხებოდა ოჯახის თემატიკას, სკოლის მოსწავლეები აკეთებდნენ ნამუშევრებს ოჯახის გაძლიერებაზე და გვქონდა შესაძლებლობა, რომ გამოფენისთვის გვემასპინძლა და გვემსჯელა იმ ძირითად საკითხებზე, რაც ოჯახის გაძლიერებისთვის არის საჭირო. იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო ძლიერი, პირველ რიგში, ძლიერი ოჯახებით იწყება. ამ საკითხებზე გვქონდა ძალიან კარგი მსჯელობა. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები გვექნება სახელმწიფოში," - აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.

დღის ამბები