ვინ გახდება საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი? - მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც კენჭისყრა უნდა შედგეს, 3 საათში დაიწყება. სამებაში შეხვედრას 1 200-მდე პირი დაესწრება, თუმცა ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ეპისკოპოსებს აქვთ.
კენჭისყრამდე განცხადებები კეთდება სასულიერო პირების მხრიდან.
"ღვთის იმედზე უნდა იყოს ადამიანი ყოველთვის მინდობილი. ღმერთს რომ მიენდობა ადამიანი, მთელი გულით სთხოვს სიკეთეს, ჩვენი სიკეთე რა არის, მშვიდობა, ერთობა. ღმერთმა გაგვხადოს ამის ღირსი, სინანული, რა თქმა უნდა. შეგვინდოს ღმერთმა ჩვენი ცოდვები და მოგვივლინოს ისეთი პატრიარქი, რომელიც ქვეყანას დაამშვიდებს, დააწყნარებს, გააერთიანებს და ერთმანეთის სიყვარულში გვამყოფებს," - აღნიშნავს ადიშელი მთავარეპისკოპოსი დავითი.