უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების ორმხრივი გაცვლისთვის მოლაპარაკების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.
ამავე დროს, მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ.
პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ინფორმაციით, ახლო მომავალში მოსკოვში ამერიკულ დელეგაციას ელიან. რუსეთის დედაქალაქში სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ელოდებიან.