03 აგვისტო 2026,   23:17
ვრცლად
სამების საკათედრო ტაძარში ეკლესიის გაფართოებული კრებისთვის სამზადისი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრებისთვის სამზადისი მიმდინარეობს. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ხვალ, 11 მაისს ახალ პატრიარქს აირჩევს.

კენჭისყრა სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი - შორის ჩატარდება.

სამების საკათედრო ტაძარში დასწრება მხოლოდ სპეციალური სიებით იქნება შესაძლებელი, ხოლო დელეგატებისა და სტუმრების იდენტიფიცირება პირადობის მოწმობების საფუძველზე მოხდება. სტუმრების მიღება დილის 10:00 საათიდან დაიწყება, რის შემდეგაც ტაძარში მღვდელმთავრები შეიკრიბებიან და კენჭისყრისთვის მზადება დაიწყება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამების მიმდებარე ტერიტორიაზე ხვალ დილის 9 საათიდან იზღუდება გადაადგილებაც.

 

დღის ამბები