სამების საკათედრო ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი წირვას აღასრულებს, ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ კი, მრევლს ქადაგებით მიმართავს. ხვალ, 11 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევს. გაფართოებული კრება, სამების საკათედრო ტაძარში 13:00 საათზე დაიწყება.
აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება მრევლის წევრებისგან.
"ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ხვალ. აირჩევენ საქართველოს პატრიარქს, ველოდებით დიდი სიხარულით," - აღნიშნავს მრევლი წევრი, შორენა მაისურაძე.
"ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყველა მორწმუნისთვის, ყველა ველოდებით ახალ პატრიარქს და იმედია, რომ სინოდი ყველაზე ღირსეულ კანდიდატს აირჩევს. ჩვენი თაობისთვის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ეპოქალურ მოვლენას ვესწრებით. მე პირადად, ძალიან ველოდები ხვალინდელ დღეს," - ამბობს მაკა თვაური.