03 აგვისტო 2026,   23:18
ვრცლად
კიკვიძის ვეტერანთა, კულტურისა და დასვენების პარკში დილიდან ხალხმრავლობაა

კიკვიძის ვეტერანთა, კულტურისა და დასვენების პარკში დილიდან ხალხმრავლობაა. 

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 81 წელი გავიდა.

 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა,  9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

მეორე მსოფლიო ომმა საქართველოზე უმძიმესი კვალი დატოვა.

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა. მათგან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.

ვეტერანების ნაწილი დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად კიკვიძის პარკში შეიკრიბება. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომდგენლები. 

მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ. 

დღის ამბები