პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაკავებულ ხუთივე პირს, ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში, იდენტიფიცირებული და დაკავებულია სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.
დაკავებულებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრებათ. ადვოკატი დიმიტრი მჭედლიშვილი აცხადებს, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს რადგან გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.
"ვიცავ ერთ-ერთ დაკავებულს, რომელიც გუშინ დააკავეს, ახლა მოხდა ბრალის წარდგენა, თუმცა ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი,"- აცხადებს ადვოკატი.