თბილისის სასულიერო აკადემიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე, დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი მომავალი პატრიარქის არჩევნების საორგანიზაციო-ტექნიკურ დეტალებს განმარტავს:
"ზოგადად მოსაყდრე არის ამ ყველაფრის წამყვანი და თავმჯდომარე, მაგრამ რადგანაც თვითონ არის ერთ-ერთი კანდიდატი, იქ პროცედურა სხვა ეპისკოპოსმა უნდა წარმართოს, საარჩევნო კომისიის წევრები ვინც იქნებიან ძირითადად იმათმა უნდა წარმართონ დანარჩენი პროცედურა.
კრებას გახსნის მოსაყდრე, პირველი მისასალმებელი სიტყვით მოსაყდრე მიმართავს ეპისკოპოსებს, იქ უნდა დაიდგას ყუთი, რომელიც გამჭვირვალე უნდა იყოს. მათ დაურიგდებათ გერბით დაბეჭდილი ფურცლები, რომელსაც ექნება სტამბურად ხაზი შუაზე რომ გადაიკეცოს. ყველა ეპისკოპოსი იერარქიის მიხედვით მივა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, იღებს ამ ფურცელს, იქვე დაურტყამს ბეჭედს, შემდეგ მივა საარჩევნო ყუთთან, შესაბამის კაბინასთან, ჩაწერს მისთვის სასურველ კანდიდატს ტიტულით და სახელით, ამ ფურცელს ჩადებს კონვერტში და ჩააგდებს ყუთში. სანამ არჩევნები დაიწყება ყუთი იქვე უნდა დაილუქოს. როდესაც ხმის მიცემის პროცედურა მორჩება, ყუთი ეპისკოპოსების თვალწინ, გაფართოებულ კრებაზე საჯაროდ გაიხსნება. კონვერტებს გადასცემს კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის თავმჯდომარე ხმამაღლა დაასახელებს კანდიდატის სახელს და მოინიშნავს, მერე გადასცემს მესამე წევრს, რომელიც სპეციალურად გამზადებულ ჭურჭელში ჩააგდებს ამ ბიულეტენებს, რომელიც ხმების დათვლისა და დასახლების დასრულების შემდეგ უნდა დაიწვას, რადგან უხერხულობა არ წარმოიშვას. შემდეგ, რაც მართვა-გამგეობის დებულებაში წერია, თუ ამ სამი კანდიდატიდან პირველივე ტურში ხმების ნახევარზე მეტი ერთ-ერთმა დააგროვა, მინიმუმ 20 უკვე ავტომატურად ის ითვლება გამარჯვებულად, მეტი ხმა აღარ სჭირდება. იმიტომ, რომ 39 სასულიერო პირია და უკვე 50 პლიუს 1 პროცენტი გამოდის. დებულებაში გვიწერია რომ სათათბირო ხმის უფლებით არიან დელეგატები, ნიშნავს რომ ყველა მათგან თეორიულად აქვს უფლება მოსაზრება გამოთქვას, ან კრების მიმდინარეობაზე ან ცალკეული კანდიდატის შესახებ, როგორც დადებითი ისე უარყოფითი ან რა პრობლემას ხედავს. ასე გადაწყდა რომ თითო ეპარქიიდან თითო დელეგატს ექნება გახმოვანების შესაძლებლობა თავისი აზრის.
ასე გვიწერია რომ 2 სასულიერო პირი, მონასტრიდანაც 2 წევრი, და ერთი საერო კაცი - მთლიანობაში 5 ადამიანი გამოდის თითო ეპარქიიდან. თუ არსებობს იქვე სასულიერო სემინარია ან აკადემია იქიდანაც 2-2 დელეგატი უნდა დაესწროს. მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენი უნდა იყოს რამდენიც ყველა ეპარქიიდან ერთად იქნება. კრება სრულად ვიდეო ფირზე აღიბეჭდება, შიდა გადაღებით და ეს არ იქნება პირდაპირი ეთერი, და შეინახება არქივში.შესაბამისად შეიძლება იქიდან ცალკეული კადრები გავრცელდეს, კრების მსვლელობიდან ან როცა დასრულდება კრება და სამადლობელი სიტყვა ითქმის, იმიტომ რომ კრება როცა დასრულდება და აირჩევენ საპატრიარქო კანდიდატს იქვე ადგილზე ეწერება დამტკიცების სიგელი.
საარჩევნო კომისიის მიერ, ანუ ერთგვარი მილოცვა მისალმება და დამტკიცება რომ ის უკვე კათოლიკოს პატრიარქად არის არჩეული ესა თუ ის პიროვნება, შეიძლება ეს გასაჯაროვდეს.