აშშ-ის ომის მინისტრის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ დასრულებულა", მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარემ ჰორმუზის სრუტეში ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნა - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
"არა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ დასრულებულა. საბოლოო ჯამში, ეს ცალკე, განსხვავებული პროექტია და თავდაპირველად გარკვეულ ცვლილებებს ველოდით, რაც მოხდა კიდეც“, - განაცხადა ჰეგსეთმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე.
ამასთნ, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა განაცხადა, რომ ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამოცხადების შემდეგ, აშშ-ის ძალებს 10-ზე მეტჯერ შეუტია, თუმცა აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი „ძირითადი საომარი მოქმედებების განახლების ზღურბლს“ არ აკმაყოფილებს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა სრუტეში ექვსი ირანული პატარა ნავი ააფეთქა.