04 აგვისტო 2026,   14:17
ვრცლად
როდესაც ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ანგარიში იწონებს ერთი და იგივე პოსტს, ეს არის არაბუნებრივი ქცევა - თამარ კინწურაშვილი

"მითების დეტექტორის" დაუსაბუთებელი ბრალდება - ორგანიზაცია წერს, რომ სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშები აქტიურად იწონებენ "რუსთავი 2-ის" მიერ გამოქვეყნებულ პოსტებს დიუშენის სინდრომის შესახებ. პოსტები ეხება როგორც მიმდინარე სამეცნიერო კვლევებს, ისე კახა კალაძის განცხადებას, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კონკრეტული მედიკამენტის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას. "მითების დეტექტორი" მთავარ მტკიცებულებად ასახელებს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ტროლებს, თუმცა ვერ ასაბუთებს, ვისი შექმნილია.

კვლევაში ბრალდებები ისმის ვატო შაქარაშვილის მიმართაც.

თამარ კინწურაშვილი აცხადებს, რომ "ნეიტრალურ საქართველოსთან" შესაძლოა დაკავშირებული იყოს ყალბი ანგარიშები, რომლებიც სხვადასხვა გვერდს აქტიურად იწონებენ. მისი თქმით, შესაბამისი მტკიცებულებები სტატიაშია წარმოდგენილი, მათ შორის - ხელოვნური ინტელექტით გენერირებული 47 ფოტო.

კინწურაშვილის განმარტებით, აღნიშნული ანგარიშები ერთსა და იმავე პოსტებზე ერთდროულად რეაგირებენ, რაც არაბუნებრივ აქტივობას წარმოადგენს და ეჭვებს აჩენს.

მისივე თქმით, ეს გვერდები ხშირად ავრცელებენ ხელისუფლების პოზიციას და მათი ნაწილი სოციალურ ქსელში, მათ შორის Facebook-ზე, როგორც ყალბი კონტენტი, ისეა მონიშნული.

"ნეიტრალურ საქართველოს" უკავშირდება ზოგიერთი ყალბი ანგარიში, რომელიც იწონებს თქვენ გვერდებს. ყველა მტკიცებულება მოცემულია სტატიაში, მათ შორის - ხელოვნური ინტელექტით გენერირებული 47 ფოტო. ეს ანგარიშები იწონებენ თქვენს გვერდებს, 47 ყალბი ანგარიში. როდესაც ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ანგარიში იწონებს ერთი და იგივე პოსტს, ეს არის არაბუნებრივი ქცევა, რომელიც აჩენს ეჭვებს. თქვენ ასახავთ ხელისუფლების პოზიციას, თქვენი ბევრი მასალა მოგვინიშნავს "ფეისბუქზე", როგორც ყალბი", - აცხადებს "მითების დეტექტორის" მთავარი რედაქტორი თამარ კინწურაშვილი.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები